პარლამენტის წინ იპოთეკით დაზარალებულის დასახმარებად სასწრაფო გამოიძახეს

პარლამენტის წინ იპოთეკით დაზარალებულის დასახმარებად სასწრაფო გამოიძახეს

ქუთაისში პარლამენტის წინ, სადაც იპოთეკით დაზარალებულების აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილე იზაბელა ლეჟავა ცუდად გახდა. ამის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. როგორც ექიმები განმარტავენ, ლეჟავას მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა მისი მოძრაობა ამ დროისთვის არ შეიძლება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ლელა ხურციძის თქმით, ლეჟავა სკამის გამოტანას დაცვის თანამშრომლებს ნახევარი საათის განმავლობაში სთხოვდა, რადგან თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ დაცვამ ყურადღება არ მიაქცია. "მთავრობას უკვე ყველა ვეზიზღებით, ქართველს ქართველი აღარ უყვარს. ასეთი ხალხი ევროკავშირში მიღების ღირსი არის?" - განაცხადა ლელა ხურციძემ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა