კობა სუბელიანი გორში სტალინის ნაცვლად ნინა წკრიალაშვილის ძეგლის დადგმას ითხოვს

კობა სუბელიანი გორში სტალინის ნაცვლად ნინა წკრიალაშვილის ძეგლის დადგმას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი კობა სუბელიანი მომღერალ ნინა წკრიალაშვილს "ფეისბუქით" მიმართავს და გორში სტალინის ძეგლის ნაცვლად მისი ძეგლის დადგმას სთავაზობს.

"გორი ასახელაო და თუ მაგაზეა დამოკიდებული, სტალინის მაგივრად შენი ძეგლი ხომ არ დაგვედგა გორში?", - წერს სუბელიანი.

დეპუტატის ხუმრობა მომღერალს უპასუხოდ არ დაუტოვებია:

"კობა, მეც ვითხოვ მაგას და არავინ მეხმიანება ))))", - წერს ნინა.

შეგახსენებთ, ნინა წკრიალაშვილი ტელეშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონში მონაწილეობდა. ნინა ბოლო შოუზე პროექტს გამოეთიშა. იმის გათვალისწინებით, რომ შოუს ფინალამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, მომღერალმა საკმაოდ დიდხანს შეძლო პროექტში დარჩენა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს