მსოფლიოს გასაოცარი გამოქვაბულები

მსოფლიოს გასაოცარი გამოქვაბულები

მსოფლიოში უამრავი გამოქვაბულია, თუმცა ჩვენ წარმოგიდგენთ ისეთებს, რომელთა დანახვისას სუნთქვა შეგეკვრებათ.

ბატუს გამოქვაბული -  ის მალაიზიაში,  კუალა-ლუმპურიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. გამოქვაბულში განთავსებულია ინდუისტური სალოცავი.

ჩილეს მარმარილოს გამოქვაბული - მარმარილოს გამოქვაბული ან მარმარილოს ტაძარი ტბა  Lago General Carrera-ს მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ადგილს ხშირად სტუმრობენ ტურისტები, მათ ხიბლავთ ის ლამაზი ლაბირინთები, რომელსაც გამოქვაბული ქმნის.

სონ დონგის (Son Doong) გამოქვაბული - ის ვიეტამში მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე დიდია. 2009 წელს ბრიტანელმა სპელეოლოგებმა ადგილი გამოიკვლიეს და მას შემდეგ გამოქვაბული გინესის რეკორდებში მოხვდა.

გიგანტური კრისტალების გამოქვაბული - ეს გასაოცარი ადგილი მექსიკაში მდებარეობს და ის 2000 წელს აღმოაჩინეს.  გამოქვაბული 300 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.

ციცინათელების გამოქვაბული - ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია და ახალ ზელანდიაში მდებარეობს. მისი განსაკუთრებულობა ის არის, რომ იქ ათასობით სოკოს კოღო ”ბინადრობს” და მათი შემხედვარე იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებ.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს