აჭარა 6-ბალიანი შტორმის მოლოდინში

აჭარა 6-ბალიანი შტორმის მოლოდინში

აჭარის სანაპიროებზე 6-ბალიან შტორმს ველოდებით, - ამის შესახებ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მამუკა თურმანიძის განმარტებით, დღეს ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი.

"დღეს, 15:00 საათის შემდეგ მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება და ტემპერატურის ვარდნა. ქარის სიჩქარე 20-25 მეტრ წამი იქნება. ველოდებით 6-ბალიანი შტორმს. ასევე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მოგვიანებით კი თოვა. ხვალ ტემპერატურა - 4 გრადუსამდე დაეცემა", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

მისივე თქმით, ბათუმში გუშინდელთან შედარებით მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა მაღალმთიან რეგიონებში ჯერ ისევ პრობლემებია.

"ქედაში, სოფელ ზვარესთან მეწყერი ჩამოწვა და ტრაქტორი მოიყოლა, შემთხვევას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია, გზა გახსნილია, მოძრაობა აღდგენილია", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ: არქივი | 3 დეკემბერი, ძლიერი შტორმი ბათუმში - ფოტორეპორტაჟი (+11 ფოტო)

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია