ყველაზე სასარგებლო პროდუქტები ტვინისთვის

ყველაზე სასარგებლო პროდუქტები ტვინისთვის

ყოველი ადამიანის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს პროდუქტები, რომელიც ტვინს ასტიმულირებს და გონებრივ აქტივობას ზრდის. წარმოგიდგენთ ამგვარი პროდუქტების სიას, რომელიც მეცნიერებმა გამოაქვეყნეს.

პირველ ადგილზეა ცხიმიანი თევზი - რომელიც მდიდარია ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3-ით. აღნიშნული ნაერთი მონაწილეობას იღებს თავის ტვინში ე.წ. რუხი ნივთიერების გამომუშავებაში. გვირჩევენ, რომ თევზი კვირაში 1-2 ჯერ ვჭამოთ.

შემდეგ მოდის რძის პროდუქტები. ტვინი ადვილად ითვისებს რძის პროდუქტებს, რაც აუმჯობესებს  ნივთიერებათა ცვლას. ეს კი დადებითად აისახება ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. როგორც კვლევების შედეგად დამტკიცდა, ადამიანებს, რომლებიც რძეს რეგულარულად სვამენ, მეხსიერების და ლოგიკური აზროვნების მაჩვენებელი უუმჯობესდებათ.

პარკოსანი მცენარეები, რომელიც ფოლიუმის მჟავისა და ვიტამინ В-ს წყაროა, მესამე ადგილზე აღმოჩნდა. პარკოსნები ხელს უწყობენ მეხსიერების განმტკიცებას.

შემდეგ მოდის პომიდორი, რომელიც ანტიოქსიდანტ ლიკოპინს შეიცავს - ის აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ზიანს აყენებენ ტვინის უჯრედებს. ამასთან, თერმული დამუშავების შემდეგ ლიკოპინის კონცენტრაცია იზრდება.  ნაერთი ასევე წმენდს ორგანიზმს, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და აახალგაზრდავებს კანს.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი პროდუქტების გარდა, მეცნიერები გვირჩევენ შტოშს, მოცვს,  კომბოსტოს, ჭარხალს და ისპანახს.

მომზადებულია meddaily.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს