უამინდობის გამო მშობლებს ბავშვები ბაღში არ მიჰყავთ

უამინდობის გამო მშობლებს ბავშვები ბაღში არ მიჰყავთ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, უამინდობის გამო საბავშვო ბაღებში კონტიგენტის გამოცხადება დაბალია.

"ეს ორი დღეა, ოთხ საბავშვო ბაღში შევაჩერეთ სასწავლო პროცესი, რადგან ბავშვები არ გამოცხადნენ. რაც შეეხება დანარჩენ ბაღებს, იქ ჩვეულებრივად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, მაგრამ გამოცხადება არის დაბალი. მაგალითად, ოზურგეთის #3 საბავშვო ბაღში 280 ბავშვია და დღეს 60 ბავშვი გამოცხადდა", - ამბობს ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა ჭყონია.

ბაღებისგან განსხვავებით, ოზურგეთის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებული არ არის.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა