თუშეთიდან თბილისში ვერტმფრენით 58 წლის ქალი გადაიყვანეს

თუშეთიდან თბილისში ვერტმფრენით 58 წლის ქალი გადაიყვანეს

თუშეთის სოფელ შენაქოდან თბილისში, ვერტმფრენით 58 წლის ქალი გადაიყვანეს. მას მხრის წინა ძვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა. სამეციდინო დაწესებულებაში გადაყვანამდე ქალბატონს პირველადი დახმარება ადგილობრივმა ექიმებმა თუშეთშივე გაუწიეს.

ახმეტის გამგეობის ინფორმაციით, დაზარალებულის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში გუშინ შევიდა, თუმცა უამინდობის გამო ფრენა მხოლოდ დღეს დილით გახდა შესაძლებელი.

ამჟამად, ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა