ქარელის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის მოძღვარისა და თელავის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის მამა ილია ჩიკვაიძის ერთ-ერთ ქადაგებას, სადაც მოძღვარი სასულიერო პირების ძვირადრირებული მანქანებით გადაადგილებას უარყოფითად აფასებდა, დიდი რეზონანსი მოჰყვა. როგორც მამა ილიამ ქადაგებისას აღნიშნა, მაშინ, როცა ერი მშიერია, სასულიერო პირები 100 000 დოლარიანი ავტომანქანებით არ უნდა დადიოდნენ. ამჯერად, მოძღვარი საქართველოს პატრიარქის ესკორტთან დაკავშირებულ საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას ეხმაურება.
"ვინმეს ესიამოვნება, რომ უწმინდესი "ზაპოროჟეცით" გადაადგილდებოდეს და რომელიმე ადამიანი "მერსედეს ბენცით"? უწმინდესს რომელი მანქანით გადააადგილებენ, პატრიარქი არ ერევა ამაში. ეგ სალაპარაკო არ არის, პატრიარქმა ყველაფერი მისცა ერს, ერისთვის იღწვის. პირადი ქონება არ აქვს და მთლიანად ეკუთვნის ქვეყანასა და ხალხს. პატრიარქი აბსოლუტურად უპოვარია, არც საპატრიარქოს სახლია უწმინდესის და არც მანქანა", - აცხადებს მამა ილია.
მისივე თქმით, დიდი მკრეხელობაა იმაზე საუბარიც, რომ პატრიარქი საზღვარგარეთ მკურნალობს. როგორც მამა ამბობს, პატრიარქი ერის ცოდვების გამო ავადმყოფობს და მკურნალობა მას არავინ უნდა დაამადლოს.