მარიხუანა მამაკაცის მკერდის ზრდას უწყობს ხელს

მარიხუანა მამაკაცის მკერდის ზრდას უწყობს ხელს

მარიხუანა ტესტოსტერონის დონეს ამცირებს, ბალანსს ესტროგენის მხარეს წევს, რაც მამაკაცის გინეკომასტიას - მკერდის ქსოვილების ზრდას იწვევს,- ამბობს ამერიკელი დოქტორი ენტონი იუნი. 

ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ არა მხოლოდ ტესტოსტერონის კონცენტრაცია, არამედ სათესლეების ზომა მცირდება, ფიქსირდება ანომალიები ფორმასა და სპერმატოზოიდების მუშაობაში.

რიგმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ პირებს, რომლებიც მარიხუანას რეგულარულად მოიხმარენ, მამაკაცის ჰორმონის მაჩვენებლები უმცირდებათ. 1972 წელს მარიხუანასა და მამაკაცის გინეკომასტიასთან დაკავშირებული თეორია პირველად გამოითქვა. მაგრამ 1977 წელს თეორია კვლევებმა უარყო.

იუნი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მარიხუანას მოხმარების ნეგატიურ ეფექტს 25-45 წლის მამაკაცების 33-41% აწყდება. ყველაზე ხშირად ეს სქესობრივი მომწიფების შემდეგ აღინიშნება. ასევე აღნიშნული ეფექტები 50 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების 55-60%-ში ფიქსირდება. აშშ-ში მამაკაცებში მკერდის მოკვეთის ოპერაცია - პოპულარობით მესამე პლასტიკური პროცედურაა.

მომზადებულია University Herald-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს