ყინვის გამო თელავის ხევში ავტომანქანა გადავარდა

ყინვის გამო თელავის ხევში ავტომანქანა გადავარდა

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, (სასტუმრო "ძველ თელავთან"), თელავის ხევში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა. თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანაში მჯდომი მამაკაცი მსუბუქად დაშავდა. მას თავი აქვთ გატეხილი.

თელავის მაცხოვრებლების თქმით, თოვლის გამო დღეს დილიდან თელავში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"რამდენიმე დღე ცხადდებოდა, რომ 12-ში უნდა ყოფილიყო თოვლი, მიუხედავად ამისა, ქალაქი მოუმზადებელი დახვდა უამინდობას. აუცილებელია რამდენიმე მანქანა დაიმტვრას და ვინმეს რამე მოტყდეს? პარალიზებულია ქალაქი. თოვლი დიდი არ არის, მაგრამ გაყინულ გზაზე მანქანები სრიალებს და რთულია გადაადგილება. არსად არ ყრია ტექნიკური მარილი, არც გზის სამუშაოები მიმდინარეობს არსად. გამგეობის ტერიტორიაზე იმდენი მოცურებული მანქანა იყო, მიმოფანტულია აქეთ-იქით", - აცხადებენ ადგილობრივები.

თელავის გამგებლის მოადგილის აკა საჩიშვილის განცხადებით, გზებზე ტექნიკური მარილი უკვე გაიშალა და სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მისივე თქმით, ქალაქს ტექნიკური მარილის საკმარისი რაოდენობა აქვს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა