Facebook-ზე ყველაზე განხილვადი თემები

Facebook-ზე ყველაზე განხილვადი თემები

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა 2013 წლის ყველაზე განხილვადი თემების რეიტინგი წარმოადგინა.

კომპანიამ შედგინა სტატისტიკა იმ შედეგების მიხედვით, რა თემასაც  2013 წელს სოციალური ქსელის მომხმარებლები ყველაზე მატად განიხილავდნენ. შედეგად 2013 წლის მთავარი ტრენდების რეიტინგი შეადგინეს.

ადამიანებს, რომელთაც ბოლო 12 თვის მანძილზე ყველაზე ცხარე განხილვა გამოიწვიეს, რომის პაპი ფრანცისკი ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ რომის პაპი გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Time-მა 2013 წლის ადამიანად დაასახელა. პაპმა, რომელიც მარტში აირჩიეს, რამდენიმე თვეში არა მხოლოდ კათოლიკების, არამედ მთელ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანების გულის მოგება შეძლო.

რეიტინგის მეორე ადგილი სიტყვა "არჩევნებს" ერგო. წელს ნამდვილად ბევრი აირჩიეს, მათ შორის საქართველოში, ინდოეთში, კენიაში, ირანსა და იტალიაში.

პოპულარობით მესამე თემა ბრიტანელი პრინც ჯორჯის დაბადება აღმოჩნდა. მეოთხე ადგილზე ფილიპინების ტაიფუნი აღმოჩნდა, მეხუთეზე - ვირუსული ცეკვა Harlem Shake.

ყველაზე განხილვადი თემების მეექვსე ადგილზე - ევროპის წყალდიდობაა, მეშვიდეზე - პოპ-მომღერალ მაილი საირუსის საქციელი, მერვეზე - ბოსტონში მარათონის დროს მომხდარი ტარეგედია. მეცხრეზე - ველორბოლა "ტურ დე ფრანსის" გარშემო დოპინგის სკანდალები, მეათეზე - ნელსონ მანდელას გარდაცვალება.

მომზადებულია facebookstories.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს