როგორ აღიქვამენ ქალები და კაცები სილამაზეს

როგორ აღიქვამენ ქალები და კაცები სილამაზეს

გამოცემა Daily Mail დაინტერესდა, როგორ აღიქვამენ ლამაზ ქალს ადამიანები. ქალებსაც და კაცებსაც იდეალური ქალის პორტრეტი უნდა შეექმნათ - "ქალის ასაწყობად" მათ საშუალება მისცეს, მათთვის საყვარელი ცნობილი ვარსკვლავების სხეულის ის ნაწილები გამოეყენებინათ, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონდათ. შედეგი კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ქალები და კაცები სილამაზეს განსხვავებულად აღიქვამენ.

სუსტი სქესის წარმომადგენლებმა ასეთი ტიპის ქალი შექმნეს: ფრიდა პინტოს შავი თმა, ნატალი პორტმანის შუბლი, მილა კუნისის თვალები, ბლეიკ ლაივლის ცხვირი, სკარლეტ იოჰანსონის ტუჩები, კარა დელევინის წარბები, კირა ნაითლის ლოყები, მეგან ფოქსის ნიკაპი.

რადიკალურად განსხვავდება კაცების არჩევანი: ქეით მიდლტონის წარბები, მილა კუნისის თვალები, მირანდა კერის ცხვირი, ანჯელინა ჯოლის ტუჩები და ლოყები, შაკირას ქერა თმა, ჯენიფერ ენისტონის შუბლი, მეგან ფოქსის ნიკაპი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს