გიორგი სუხიტაშვილი - უნდა გაუუქმონ დეპუტატის მანდატი და აღიკვეთება ასეთი საქციელი

გიორგი სუხიტაშვილი - უნდა გაუუქმონ დეპუტატის მანდატი და აღიკვეთება ასეთი საქციელი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

"უკომენტაროდ! ეს არ არის ნორმალური! რატო ხდება რომ პოლიტიკაში პოლიტიკოსები არ არიან, სპორტში სპორტსმენები, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, რა ფორმის საუბარია? ბირჟაა თუ საკანონმდებლო ორგანო?! მრცხვენია, მაგრამ ჩემი სირცხვილი ვის რა ფეხზე კიდია? ქვეყანა კიდიათ ფეხზე და პირადი კონფლიქტების გარჩევით არიან დაკავებული. უნდა გაუუქმონ დეპუტატის მანდატი და აღიკვეთება ასეთი საქციელი.

უბრალოდ მრცხვენია, და ამათ უნდა გვასწავლონ სწორ გზაზე სიარული და ამათ აბარიათ ქვეყნის ბედი? ამათ უჭირავთ ქვეყნის საჭე ხელში??? ყოჩაღ! ძალმომრეობა თუ გინდოდათ რატო აგინებდით 90-იანებს. ან რატო ავირჩიეთ ეს მთავრობა? პოლიტიკას სპორტ დარბაზში ვერ ისწავლი, ვერც პოლიტიკაში ისწავლი ზრდილობას თუ შინაგანი ინტელექტი არა გაქვს, ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ არასწორად მოიქცა ბარამიძე ,მიემართათ სასამართლოსთვის და დაედგინა რამდენად მართალი ან მტყუანია და არა ესე სვანური სისხლის აღება და შუღლის გაღვივება რა უბედურებაა? დატოვე პარლამენტი და გარეთ გაარკვიე და არა კამერების წინ ოჯახების ლანძღვა კაცურია? და ''ჩმორი'' ''ბლატაობა'' და ეს ტემინოლოგია მისაღებია მთავრობის წარმომადგენლისგან? და რაც ყველაზე მთავარია, მე მჯერა, რომ ამ უაზრო დაპირისპირებას არ ექნება არანაირი გაგრძელება და დასრულდება იქ, სადაც დაიწყო. პრემიერ მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმაზე, რომ ასეთი ფაქტები აღარ მოხდეს! დიდი ბოდიში ყველას, ვისაც განსხვავებუკლი აზრი აქვს, ეს ჩემი აზრია!", - წერს მომღერალი.

პარლამენტში გუშინ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოსო ჯაჭვლიანმა გიორგი ბარამიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

"ნუ ბლატაობ, შე ჩმორო", - მიმართა ჯაჭვლიანმა ბარამიძეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით მას მიკროფონი გამოურთეს. დარბაზში კი დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

სოსო ჯაჭვლიანი სხდომაზე აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრობდა. მანამდე კი, ბარამიძემ განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს