სალომე ზურაბიშვილი "სამარცხვინო დეპუტატების" სიას აქვეყნებს

სალომე ზურაბიშვილი "სამარცხვინო დეპუტატების" სიას აქვეყნებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სამარცხვინო დეპუტატების სიას აქვეყნებს და მათ უკრაინელი მომიტინგეების მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებს.

"სამარცხვინო (ჩემის აზრით) სია იმ დეპუტატებისა, ვინც ხელი არ მოაწერა სოლიდარობის დოკუმენტზე მეიდანთან შეკრებილ უკრაინელ მებრძოლების მიმართ???? მერე ესენი გვეტყვიან ევროპისკენ მივდივართო და ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს არ დაგვაკლებენ, როგორც მანამდე მიშისტებმა იცოდნენ!

აი სია: "ვიცე - სპიკერი მანანა კობახიძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, ერეკლე ტრიპოლსკი, ელისო ჩაფიძე, გუბაზ სანიკიძე, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, როსტომ ხალვაში, ფატი ხალვაში, დიმიტრი ხუნდაძე, ვალერი გელაშვილი, თენგიზ ხუბულური, ოთარ ჩრდილელი, დათო ლორთქიფანიძე, ომარ ნიშნიანიძე, გიგლა აბულაშვილი, დავით ონოფრიშვილი, ანზორ ბოლქვაძე, ზვიად ძიძიგური, ბიძინა გუჯაბიძე, მალხაზ ვახტანგიშვილი, შალვა კიკნაველიძე, თემურ მაისურაძე, პაატა ბარათაშვილი, თამაზ არდალიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზურაბ ზვიადაური, ალე მამედოვი, ალექსანდრე ქანდარია, თეიმურაზ ჩხაიძე, თეიმურაზ ჭკუასელი".

კარგი იქნებოდა თითო მათგანმა თავისი გადაწყვეტილების ახსნა-განმარტება მიაწოდოს საზოგადოებას… ბოლოსდაბოლოს, ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვინ არის და საით მიდის…. სანამ გაგვაყოლებენ!", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს