კასპში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. 12 დეკემბერს, საღამოს, 57 წლის მამაკაცი ნ. კ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში თოკზე ჩამოკიდებული ნახეს. მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვის უცნობია, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო თვითმკვლელობის მიზეზი. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
წყარო: qartli.ge