დედას შვილი 42 წელია გალიაში გამოკეტილი ჰყავს

დედას შვილი 42 წელია გალიაში გამოკეტილი ჰყავს

ჩინეთში, ხენანის პროვინციაში ცხოვრობს 48 წლის კაცი პენგ ვეიქინგი, რომელიც 40 წელია გალიაშია გამოკეტილი.

80 წლის დედა სახელად ვაიმეი დარდობს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ვაჟი უპატრონოდ დარჩება და ეძებს ადამიანს, რომელიც მის შვილს მოუვლის. როგორც ვაიმეი ამბობს, იძულებული გახდა ვაჟი გალიაში გამოეკეტა, რადგანაც 6 წლის ასაკში ბევრი დაავადება გადაიტანა და მას მენტალური პრობლემებიც აქვს. დედა ამბობს, რომ ასე შვილის დასაცავად მოიქცა. პენგი საკუთარ სხეულსაც ზიანს აყენებდა და არსებობდა საშიშროება, რომ სხვებს თავს დასხმოდა.

"ის თავს ვერ აკონტროლებს. როდესაც პატარა იყო, სხეულს დანითა და მინის ნამსხვრევებით ისერავდა. სიარულიც არ შეუძლია - იქცევა და დაბეჟილი ადგილებიდან სისხლი სდის. ის ჩემი 48 წლის ბავშვია", - ამბობს ვაიმეი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს