107 წლის ჩინელი ქალი საქმროს ეძებს

107 წლის ჩინელი ქალი საქმროს ეძებს

ჩინეთის პროვინცია გუიჯოუში მცხოვრებმა 107 წლის ქალმა სახელად ვანგ გუინგიმ, რომელიც არასდროს გათხოვილა, გადაწყვიტა, რომ დროა პირად ცხოვრებას მიხედოს და საქმროს ეძებს.

როგორც ვანგი ამბობს, მთელი ახალგაზრდობა ხედავდა როგორ ღალატობდნენ, ლანძღავდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მის გარშემო მცხოვრებ ნათესავ, მეგობარ და მეზობელ ქალებს ქმრები და სწორედ ამიტომ გათხოვების ძალიან ეშინოდა. როდესაც მშობლები და უფროსი და გარდაეცვალა, სოფელში საცხოვრებლად გადავიდა, სადაც ფერმერად მუშაობდა. მოხუცებული ქალი ამბობს, რომ წარსულის შიშს დაივიწყებს და მზადაა 100 წლის კაცზე გათხოვდეს. ის განიცდის, რომ მარტოხელაა და ნათესავებს ტვირთად აწევს.

"ჩემი ძმიშვილები და დისშვილები უკვე ხანდაზმულები არიან, მათმა შვილებმა კი საკუთარი ოჯახი შექმნეს და ვგრძნობ, რომ ზედმეტი ტვირთი ვარ. არც კი ვიცი, რა მოხდება თუ ქმარი ვერ ვიპოვე", - ამბობს ის.

მომზადებულია nairaland.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს