ორსულობა: კვება წესების მიხედვით

ორსულობა: კვება წესების მიხედვით

ბავშვის ჯანმრთელობა დიდწილად არის დამოკიდებული იმ საკვებზე, რასაც დედა ორსულობის განმავლობაში ღებულობს.

ამ პროდუქტების სია საკმაოდ გრძელია და ეს შემთხვევითი არ არის - მუცლად მყოფ ჩვილს სწორედ ასეთი მრავალფეროვანი ნივთიერებები ესაჭიროება სწორი ზრდა-განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის. ერთადერთი გზა კი მათ მისაღებად დედიკოს თეფშია.

ხორცი დედისა და შვილის ორგანიზმს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთიერებით, ცილით ამარაგებს. ასევე შეიცავს რკინას, ანემიისგან თავდასაცავად, თუთიას, რომელიც ჩვილის ქსოვილების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს, B ჯგუფის ვიტამინებს.

უნდა შეარჩიოთ საქონლის, ღორის, ქათმის, ინდაურის უცხიმო ხორცი. დღეში 150 გრამი სხვადასხვა სახეობა ორგანიზმისთვის საკმარისია. ძეხვი, სოსისი და ხორცის ბულიონები უშუალოდ ხორცს ვერ ჩაანაცვლებს.

თევზში შემავალ ცილას კიდევ უფრო ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ვიდრე ხორცისას. გარდა ამისა, თევზში ბავშვისთვის საჭირო ამინომჟავები, ფოსფორი, იოდი და ფტორი შედის. თევზში შემავალი ომეგა 3 თავის ტვინის განვითარებისა და იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია.

თევზი კვირაში ორჯერაც რომ მიიღოთ, საკმარისია, 150 გრამიანი ულუფა.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს