აფხაზეთის მთავრობა გალის სოფლების ნაწილისთვის სახელების შეცვლას აპროტესტებს

აფხაზეთის მთავრობა გალის სოფლების ნაწილისთვის სახელების შეცვლას აპროტესტებს

დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების ნაწილს სახელები შეეცვალა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აპროტესტებს და შესაბამის განცხადებას ავრცელებს.

"სოხუმის დე-ფაქტო წარმომადგენლობითმა ორგანომ მიზანმიმართულად მიიღო სრულიად უკანონო გადაწყვეტილება. აღნიშნულ აქტს არანაირი ისტორიული თუ ეთნიკური საფუძველი არ გააჩნია, ფეხქვეშ თელავს ადგილობრივი მოსახლეობის ნებას და წარმოადგენს რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, ბოლო წლების მანძილზე მიმდინარე კულტურული გენოციდის უკიდურესად გამომწვევი ფორმით გაგრძელების მცდელობას. მივმართავთ საქართველოს  მთავრობას, მიიღონ სათანადო ზომები საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებისთვის, რათა დროულად აღიკვეთოს კულტურული გენოციდის ეს მორიგი აქტი" , - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გალის რაიონის სოფლებისთვის სახელების გადარქმევის გადაწყვეტილება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 11 დეკემბერს მიიღო.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა