რამდენია დღეში მისაღები შაქრის მაქსიმალური დოზა

რამდენია დღეში მისაღები შაქრის მაქსიმალური დოზა

ნიუკასლის უნივერსიტეტის ექიმებმა დაადგინეს დღეში მისაღები შაქრის მაქსიმალური დოზა. შაქრის დღიური დოზა 30 გრამით განისაზღვრა.

1990 წლიდან მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ შაქრის დღიური ნორმა ამგვარად განსაზღვრა: მამაკაცებისთვის 70 გრ. ხოლო ქალებისთვის 50 გრ. თუმცა, თანამედროვე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს დიდი რაოდენობაა.

მკვლევარებმა ნიუკასლიდან გაარკვიეს, რომ დღეში უნდა მივიღოთ არაუმეტეს 5 ჩაის კოვზი შაქარი, ანუ არ შეიძლება დღეში 30 გრამზე მეტი შაქრის მიღება. თუკი წესს დაიცავთ, ეს დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ გულის მუშაობა და სხვა სიკეთეებთან ერთად დაიცვათ კბილები.

აღსანიშნავია, რომ რეკომენდებულ 30 გრამში უნდა გაითვალისწინოთ არამხოლოდ სუფთა შაქარი, არამედ ისიც, რაც ტკბილეულში და გაზიან თუ სხვა სახის სასმელებში შედის.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს