9 წლის მოსწავლე სკოლის გაცდენის გამო მამამ ქუჩაში გააშიშვლა და გაამათრახა

9 წლის მოსწავლე სკოლის გაცდენის გამო მამამ ქუჩაში გააშიშვლა და გაამათრახა

ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მომხდარი ინციდენტი დასავლური გამოცემების მთავარი თემა გახდა - სკოლის გაცდენის გამო, მამამ 9 წლის შვილი ქუჩაში გააშიშვლა, ხეზე მიაბა და სასტიკად სცემა.

ბავშვის ტირილზე ქუჩაში უამრავი ადგილობრივი შეიკრიბა, თუმცა მოსწავლის გამოსარჩლება არავის უცდია და მამაკაცის "ღირსეულ საქციელს" აპლოდისმენტებით შეხვდა. როგორც ჩანს, ბავშვი მამის ნაჩუქარი ფულით გაგულიანდა და გაკვეთილების გაცდენა გადაწყვიტა, როდესაც მამამ შეიტყო, რომ სკოლაში არ მივიდა და სახლში დაბრუნებაც დააგვიანდა, მან ბავშვის მოძებნა ახლომდებარე უბნებში დაიწყო; ბავშვი მას მაღაზიასთან შეხვდა და მისი დასჯაც იქვე უამრავი ხალხის თვალწინ გადაწყვიტა. ამ დროს ქუჩაში ძალიან ციოდა, თუმცა ბავშვს მხოლოდ საცვალი ეცვა.

სამწუხაროდ, ჩინეთში ბავშვის საჯაროდ ფიზიკური დასჯა ჩვეულებრივი მოვლენაა. ამასთან, არსებობს სპეციალური კანონი, რომელიც სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელებს ავალდებულებს, მშობლებს შეატყობინოს, რომ ცუდ საქციელში შემჩნეული შვილები მკაცრად დასაჯონ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს