კანდელაკი წარუმატებელი პლასტიური ოპერაციის მსხვერპლი გახდა?

კანდელაკი წარუმატებელი პლასტიური ოპერაციის მსხვერპლი გახდა?

რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, როგორც ჩანს, ბოლო დროს საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოა, ვინაიდან მისი შეცვლა გადაწყვიტა.

კანდელაკმა ცვლილებები ვარცხნილობით დაიწყო. მან Instagram-ში ფოტო გამოაქვეყნა, ფოტოს აღწერაში კი დაწერა, რომ სქელი "ჩოლკა" მოწყინდა და მისი გაზრდა სურს.

"გადავწყვიტე "ჩოლკაზე" უარი ვთქვა. Good?", - ჰკითხმა მან თაყვანისმცემლებს.

თუმცა ინტერნეტ-მომხმარებლებმა კანდელაკის შეცვლილ ტუჩებზე გაამახვილეს ყურადღება.

მათი ვარაუდით, კანდელაკი ან ცუდ კოსმეტოლოგთან მოხვდა ან კორექცირებული ტუჩები ჯერ არ მოშუშებია.

კანდელაკი თაყვანისმცემლების კომენტარებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

მომზადებულია glavred.info-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს