როგორი იქნება დამდეგი 2014 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

როგორი იქნება დამდეგი 2014 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

2014 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ლურჯი ხის ცხენის წელია. ცხენი თავისი არსით და ხასიათით მოხერხებული, გამჭრიახი და კომუნიკაბელური არსებაა, ამიტომ 2014 წელს განსაკუთრებულად გაუმართლებთ ადამიანებს რომლებიც ხასიათის ზუსტად ამ თვისებებით არიან დაჯილდოვებულნი. წელიწადი პოზიტიურია სასწორის, მშვილდოსნის, ვერძის, ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით რთულია ლომებისთვის, ტყუპებისთვის და კუროებისთვის. უფრო დაწვრილებით კი სტატიაში წაიკითხავთ თქვენი ნიშნის შესახებ..

ვერძი - ცხენის წელი ვერძებისთვის საკმაოდ პოზიტიური იქნება. თუმცა მათ უმრავლესობას მაქსიმალური წარმატების მისაღწევად მოეთხოვება უფრო ეკონომიური და წინდახედული დამოკიდებულება გამოიჩინოს ფინანსების მიმართ. განსაკუთრებით ეხება ეს წლის პირველი ნახევრის პერიოდს. სამაგიეროდ, თუკი ვერძები ცხენის წლის დასაწყისს გონივრული შენაძენებით აღნიშნავენ, სამომავლოდ გაცილებით უფრო მსხვილბიუჯეტიანი და მომგებიანი პროექტების განსახორციელებლადაც მიეცემათ შანსი.

კურო - ცხენის წელი კუროებს რეალური ცხოვრებისეული ფასეულობების დანახვა-დაფასებაში დაეხმარება. ამ ადამიანების დიდი ნაწილი, სწორედ ამ წელს დააფასებს დროს და ნამდვილ ურთიერთობებს. ამასთან ერთად, ზუსტად ამგვარი ტრანსფორმაციის ფონზე შესძლებს ბევრი კურო, ძალზე დიდი ნახტომი გააკეთოს მომავლისკენ და რაღა თქმა უნდა უკეთესობის მიმართულებით.

ტყუპი - ცხენის წელი ტყუპების უმრავლესობას ერთობ რთული გადაწყვეტილების მიღების წინაშე დააყენებს. მათ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტონ საკუთარ თავში, ის თუ ვის გვერდით ჰსურთ ყოფნა. თანაც ეს საკითხი ერთნაირად შეეხება როგორც დაუოჯახებელ, ისე უკვე ქორწინებაში მყოფ ტყუპებს. წლის პირველი დეკადა კარგია ამ ხალხმა პროფესიული რეალიზაციის კუთხით გამოიყენონ. თუმცაღა პროფესიონალიზმის დასახვეწადაც მოუხდება ზოდიაქოს ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს ოფლის ღვრა და ხეტიალისადმი სიყვარულის შეზღუდვა.

კირჩხიბი - ცხენის წელში, კირჩხიბების უმეტესობას დაუძლეველი სურვილი გაუჩნდება ერთბაშად და სწრაფად იშოვნოს დიდი ფული. საამისოდ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგელები სხვადასხვა სახის სარისკო მაქინაციებზეც არ დაიხევენ უკან, რაც ზოგადად კირჩხიბს ნაკლებად ახასიათებს. თუმცაღა ასტროლოგები მათ ამ ქმედებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. 2014 ის წელია, როცა კირჩხიბს გეგამაზომიერი ფინანსური ოპერაციების ჩატარება ან ალტერნატიული შემოსავლის წყაროს მონახვა მოეთხოვება, რომელიც სამომავლოდ მათ სოლიდურ დივიდენდებს მისცემს.

ლომი - ლომებისთვის 2014 წელი განვლილი წლების შესაჯამებლად საუკეთესო წელი იქნება. ეს ის პერიოდია, როცა ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ, გადახედონ მიმდინარე წლების წარმატებათა და წარუმატებლობათა ნუსხას. გაანალიზონ საკუთარი შეცდომები და სამომავლოდ სრულიად განსხვავებული სტრატეგია დაგეგმონ მიზნების მისაღწევად. პირად ცხოვრებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენებით იქნება დატვირთული მაისი და სექტემბერი.

ქალწული - ცხენის წელი ქალწულებისთვის ძალზე პოზიტიური ძვრებით ხასიათდება, როგორც კარიერულ სარბიელზე ისე პირადი ცხოვრების კუთხით. ეს სწორედ ის წელია, როცა ბევრი ქალწული მოახერხებს საკუთარი პრეტენზიის შესაბამისი მეორე ნახევარი იპოვნოს ბოლოს და ბოლოს. ამას გარდა, ქალწულების დიდ ნაწილს პროფესიულ სარბიელზეც მიეცემა წინსვლის შანსი.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს