ერთდღიანი შიმშილობის საერთაშორისო აქციის ქართველი ორგანიზატორი

ერთდღიანი შიმშილობის საერთაშორისო აქციის ქართველი ორგანიზატორი

18 დეკემბერს, მიგრანტების საერთაშორისო დღე განსხვავებულად აღინიშნება. "ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება", "მიგრანტის უფლებების დარღვევა ჩემი, როგორ მოქალაქის უფლებების დარღვევაა", "შეწყვიტეთ დეპორტაცია" - ამ ლოზუნგებს ბევრ ქვეყანაში გამოფენენ. ავსტრალიის, ავსტრიის, მექსიკის, აშშ-ის, ესპანეთის, პოლონეთის მოქალაქეები მიგრანტებისადმი სოლიდარობის ნიშნად ერთდღიან შიმშილობის აქციას გამოაცხადებენ. ისინი ბოლო დროს გახშირებულ დეპორტაციებსა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ განხორციელებულ, ღირსებისა და პატივის შემლახველ პროცედურებს გააპროტესტებენ. ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ეკატერინე ლემონჯავაა.

ქართველი მუსიკოსების ინიციატივით, 18 დეკემბერს, 19.00 საათზე, სოლიდარობის ნიშნად, ალტერნატიული მუსიკის კონცერტი გაიმართება კლუბში - "არსად".

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ლემონჯავამ, იგივე "როკერამ" საქართველო მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა. ლემონჯავა "ქართული ოცნებას" მხარდამჭერი იყო. შს სამინისტრო კი უშიშროების განყოფილებასთან თანამშრომლობას მუქარითა და შანტაჟით აიძულებდა. ამის შესახებ მან საჯაროდ განაცხადა, რის შემდეგაც საქართველო დატოვა. საჰაერო სივრცის არალეგალურად გადაკვეთის ბრალდებით, პოლონეთის სამართალდამცველებმა ეკატერინე ლემონჯავა დააკავეს. ციხის ტიპის ბანაკში მოხედრილი ეკატერინე ლემონჯავას ორგანიზებით, ციხეში შიმშილობა 78 ადამიანმა დაიწყო. აქცია საკმაოდ რეზონანსული გამოდგა და მის შესახებ თითქმის მთელმა ევროპამ შეიტყო. ლემონჯავამ პოლონეთის ადმინისტრაციულ ციხეში 2 თვე დაჰყო, რის შემდეგაც, მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის დახმარებით, ის საქართველოში დაბრუნდა.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა