ხორბალო - ახალგაზრდებისაგან დაცლილი სოფელი

ხორბალო - ახალგაზრდებისაგან დაცლილი სოფელი

გაეროს კვლევის მიხედვით, კახეთის სოფლებს მოსახლეობა მასობრივად ტოვებს, რაც საგანგაშოა. დაცლის საფრთხე ემუქრება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორბალოს, რომელსაც ახალგაზრდები ტოვებენ. ტყეში ჩამალულ პატარა სოფელში, ადრე ხორბალი დიდი რაოდენობით მოჰყავდათ და სწორედ აქედან მომდინარეობს სოფლის სახელწოდება. ამჟამად კი სოფლის სოციალური და ეკონომიკური ყოფა ძალიან მძიმეა. მათ უამრავი პრობლემა აწუხებთ.

ხორბალომდე მისასვლელად მოსახლეობას ცენტრალური გზიდან 3 კილომტრის გავლა უწევს. გზა კი ძალიან დაზიანებულია და ავტომობილების მძღოლებს, გადაადგილების დროს, სერიოზული პრობლემები ექმნებათ. სოფელში არ არის საბავშო ბაღი, სკოლაც 30 წლის წინ გაუქმდა. ამიტომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სოფელში სულ სამნი არიან, ახმეტის საჯარო სკოლაში დადიან. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ სპეციალური თანხა გამოყო, რომელიც შორი სოფლებიდან მოსიარულე მოსწავლეების გადაადგილებას მოხმარდებოდა, ხორბალოელ ბავშვებს სკოლაში ფეხით სიარული მაინც ხშირად უწევთ. სოფელში ამბულატორია, ბუნებრივი აირი და ნაგავსაყრელიც არ არის.  სოფლის მცხოვრებლები მებოსტნეობასა და მესაქონლეობას მისდევენ. მაგრამ ადგილობრივების უმეტესობა, საწვავის სიძვირის გამო, მიწის დამუშავებას ვერ ახერხებს.

ხორბალოს მოსახლეობა, დახმარების მიღების მიზნით, მინიციპალიტეტის გამგებელისთვის ღია წერილით მიმართვას უახლოეს მომავალში აპირებს. ისინი ბექა ბაიდაურისგან სოფლის დახმარების პროგრამით ზემო აღნიშნული პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა