6 ყველაზე დაუჯერებელი ამბავი

6 ყველაზე დაუჯერებელი ამბავი

გთავაზობთ ყველაზე დაუჯერებელ ამბებს, რომელიც საზოგადოებას ვებსაიტმა Oddstuffmagazine-მ წარუდგინა. 

1. 13 წლის ნორვეგიელი ბიჭუნა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ბავშვს გზაზე მგლები დახვდნენ, თუმცა თავს არ დაესხნენ. საბედნიეროდ ბიჭს მობილურში ამერიკული ბენდის Megadeth-ის მძიმე მეტალის მელოდია ჰქონდა ჩაწერილი. როგორც კი მობილურმა დარეკა, მგლები გაიქცნენ.

2. მსოფლიო ვალუტის მხოლოდ 8% ინახება ნაღდი ფულით, დანარჩენი ელექტრონული სახით ინახება.

3. 2006 წელს Coca-Cola-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოდიანი წყლის დამზადების რეცეპტი მოიპარა და გადაწყვიტა, Pepsi-ს წარმომადგენლებისთვის მიეყიდა. თუმცა, წინადადება უვარგისი აღმოჩნდა - მათ სასწრაფოდ გამოძიების ფედერალურ ბიუროში დარეკეს და Coca-Cola-ს ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩააყენეს.

4. 1989 წელს მდიდარმა ბიზნესმენმა უილიამ სოკოლინმა 1787 წელს დამზადებული ღვინის ერთი ბოთლი სახელწოდებით ”Chateau Margaux” 519 750 დოლარად შეიძინა. ბიზნესმენი საღამოს სტუმრებისთვის ღვინით გამასპინძლებას და შენაძენით ტრაბახს აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად ბოთლი მაგიდაზე დადებისას გატყდა და ღვინო იატაკზე დაიღვარა.

5. კომპანია ”მაიკროსოფტის” ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის, ბილ გეიტსის შემოსავალი იმდენად დიდია, რომ ქონების 98% ქველმოქმედებაში რომ დახარჯოს, მაინც მილიარდერი და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი იქნება.

6. 8 კვირიან მედიტაციას ტვინის სტრუქტურის შეცვლა შეუძლია.

მომზადებულია Oddstuffmagazine-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს