რომელი პროდუქტები არ უნდა მიიღოთ კომბინაციაში

რომელი პროდუქტები არ უნდა მიიღოთ კომბინაციაში

ზოგიერთი პროდუქტის ერთად მიღების შემთხვევაში, ნელდება ან საერთოდ არ ხდება ორგანიზმის მიერ სასარგებლო მიკროელემენტებისა და ვიტამინების შეთვისება.

წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომელთა კომბინაციაში ჭამა რეკომენდებული არ არის.

ხორცი და ყველი

ყველის საშუალებით ორგანიზმი იღებს ფოსფორს, ხოლო ხორცით - თუთიას. ეს მინერალები კი ვერ "მეგობრობენ". ფოსფორი ანელებს თუთიის ათვისების პროცესს.

მაკარონი და ხორცი

ეს ინფორმაცია არ გაახარებთ მათ, ვისაც "მაკარონი ფლოტურად" უყვარს. ამ ორი პროდუქტის შეთავსებამ შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში.

ბოსტნეული და ალკოჰოლი

ვახშმამდე თუნდაც ერთი ჭიქა ღვინის დალევისას თქვენ რისკავთ, რომ ბოსტნეულის სალათი უსარგებლოდ აქციოთ. ალკოჰოლი ართულებს ბოსტნეულში არსებული ვიტამინების ორგანიზმის მიერ შეთვისების პროცესს.

კარტოფილი და კვერცხი

კარტოფილში დიდი რაოდენობით მინერალებია, მათ შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინონ რკინისა და კალციუმის შეთვისებაზე.

ბუტერბროდები

სასურველია თუ რაციონიდან ამოვიღებთ ყველიან ბუტერბროდს, რადგან ყველი  პურს და კარაქს ვერ ეთავსება.

დიეტოლოგები არ გვირჩევენ ასევე  ბუტერბროდს კარაქით და კვერცხით. ასევე ერთმანეთს არ ეთავსება პომიდორი და პური.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს