"ყვე­ლა ოთახ­ში ერ­თდრო­უ­ლად და­იმ­სხვრა სარ­კე­ე­ბი, ზო­გი კი გა­იბ­ზა­რა"

"ყვე­ლა ოთახ­ში ერ­თდრო­უ­ლად და­იმ­სხვრა სარ­კე­ე­ბი, ზო­გი კი გა­იბ­ზა­რა"

"ო­ჯა­ხის სუ­ლის" არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ გვსმენია. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი იმ ადა­მი­ან­თა რიცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, ვი­საც ამო­უც­ნო­ბი არ­სე­ბა თავს არ ანე­ბებს. ოჯახ­მა რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა საცხ­ოვ­რე­ბე­ლი, მაგ­რამ ბო­როტ არ­სე­ბას თა­ვი ვერ და­აღ­წი­ა.

- ნი­ნო, რა ხდე­ბა თქვენს ოჯახ­ში?

- ჩვენს ოჯახ­ში უც­ნა­უ­რი არ­სე­ბა ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც აგ­რე­სი­ას ძი­რი­თა­დად ჩემს მა­მი­დაშ­ვილ­ზე გა­მო­ხა­ტავს. სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩა­ზე სახ­ლი ვი­ყი­დეთ და მისი გარემონტებისას სულ რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი იქ­მნე­ბო­და, იკარ­გე­ბო­და სა­ღე­ბა­ვე­ბი, ფუნ­ჯე­ბი, ამის გა­მო ძა­ლი­ან დიდ­ხანს გაგ­რძელ­და რე­მონ­ტი. რო­დე­საც იმ სახ­ლში გა­და­ვე­დით საცხ­ოვ­რებ­ლად, ოჯახ­ში 3 თვის ბავ­შვი გვყავ­და, ერ­თხე­ლაც, რო­ცა ბავ­შვი და­ვა­ძი­ნეთ თა­ვის სა­წოლ­ში, მი­სი ტი­რი­ლის ხმა გა­ვი­გო­ნეთ და პა­ტა­რა სხვა ლო­გინ­ზე დაგ­ვხვდა. ამას ოჯახ­ში დი­დი აურ­ზა­უ­რი მოჰ­ყვა. ერთ ღა­მეს ბე­ბი­ა­ჩე­მი გა­აღ­ვი­ძა უც­ნა­ურ­მა შეგ­რძნე­ბამ, და­ი­ნა­ხა რო­გორ გა­ი­ა­რა ოთახ­ში შავ­მა აჩრდილ­მა, შე­ვი­და სა­ა­ბა­ზა­ნო­ში და შუ­ქი აან­თო. მე­ო­რე დი­ლით კი კა­რა­დი­დან ჭურ­ჭე­ლი გად­მოც­ვივ­და, ვხე­დავ­დით, რო­გორ ყრი­და აქეთ­-ი­ქით ამო­უც­ნო­ბი არ­სე­ბა ჭურ­ჭელს, რო­მე­ლიც სულ და­იმ­სხვრა. სას­წრა­ფოდ მო­ვიყ­ვა­ნეთ მოძღ­ვა­რი და სახ­ლი ვა­კურ­თხე­ბი­ნეთ, მაგ­რამ მოჩ­ვე­ნე­ბა უფ­რო აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და, უფრო ხში­რად ჩნდე­ბო­და და მთელ სახლს გვი­რევ­და. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით, სახ­ლი გაგ­ვე­ყი­და და ახალ ბი­ნა­ში გა­და­ვსულიყავით საცხ­ოვ­რებ­ლად.

- იქაც დაგ­ხვდათ მოჩ­ვე­ნე­ბა?

- პირ­ვე­ლი ორი თვე ამ სახ­ლში მშვი­დად ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ ორი თვის შემ­დეგ სას­წა­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და­იწყ­ო. ერთ დი­ლით უც­ნა­ურ­მა ხმამ გაგ­ვაღ­ვი­ძა, ვხე­დავ­დით, ყვე­ლა ოთახ­ში ერ­თდრო­უ­ლად რო­გორ და­იმ­სხვრა სარ­კე­ე­ბი, ზო­გი კი გა­იბ­ზა­რა. ისევ მოძღ­ვარს მივ­მარ­თეთ, ვა­კურ­თხეთ სახ­ლი, მაგ­რამ მოჩ­ვე­ნე­ბამ მოს­ვე­ნე­ბა დაგ­ვი­კარ­გა. ხან­და­ხან ბავ­შვი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გან­წი­რუ­ლი ხმით ტი­რო­და, აშ­კა­რად ვამ­ჩნევ­დით, რომ რა­ღა­ცას ხე­დავ­და, რი­სიც ძა­ლი­ან ეში­ნო­და. უფ­რო­სი ასა­კის ქა­ლებ­მა მა­მი­და­ჩემს უთხ­რეს, ეს ოჯა­ხის სუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც მო­ფე­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ რო­ცა სახ­ლში იქ­ნე­ბით, მო­ე­ფე­რეთ და ტკბი­ლე­უ­ლით გა­უ­მას­პინ­ძლდი­თო. მარ­თლაც მთე­ლი სა­ნა­თე­საო ვე­ფე­რე­ბო­დით მოჩ­ვე­ნე­ბას და ოთა­ხებ­ში შო­კო­ლადს, კან­ფეტს და ათას ნუგ­ბარს ვუწყ­ობ­დით, მაგ­რამ არც ამან უშ­ვე­ლა.

- ძი­რი­თა­დად, რო­დის ბრაზ­დე­ბო­და მოჩ­ვე­ნე­ბა?

- ღა­მით გვეს­ხმო­და თავს, რო­ცა ყვე­ლას ეძი­ნა. ის­რო­და მო­ბი­ლუ­რებს და ტე­ლე­ვი­ზორს რთავ­და. იმ სახ­ლი­და­ნაც გა­და­ვე­დით, მაგ­რამ იქაც გა­მოგ­ვყვა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სია აქვს ჩემს მა­მი­დაშ­ვილ­ზე, რად­გან იმ ძვე­ლი სახ­ლი­დან სწო­რედ მის გა­მო გა­და­ვე­დით. გვე­უბ­ნე­ბი­ან, ეტყ­ო­ბა, ოჯა­ხის სულს ახა­ლი საცხ­ოვ­რებელი არ მოს­წონს და ამი­ტომ გი­კარ­გავთ მოს­ვე­ნე­ბა­სო. ყვე­ლა­ფერს უფუ­ჭებს ჩემს მა­მი­დაშ­ვილს, ბი­ჭი ხე­დავს რო­გორ აგ­დებს ძირს ამო­უც­ნო­ბი ძა­ლა მის მო­ბი­ლუ­რებს, უხევს ტან­საც­მელს და ა.შ. ეს ფაქ­ტი ვე­რა­ვინ ამოხ­სნა. ყო­ვე­ლი და­ღა­მე­ბის გვე­ში­ნი­ა, რად­გან ვი­ცით, ამ დროს სახ­ლში სას­წა­უ­ლი ამ­ბე­ბი დატ­რი­ალ­დე­ბა, ოთა­ხი­დან ოთახ­ში მარ­ტო ვერ გავ­დი­ვართ. რაც ეს უც­ნა­უ­რი არ­სე­ბა ჩაგ­ვი­სახ­ლდა, უფ­რო მეტ დროს ვა­ტა­რებთ ტა­ძარ­ში, ვლო­ცუ­ლობთ, ვმარ­ხუ­ლობთ, მაგ­რამ ში­ში ვე­რაფ­რით დავ­ძლი­ეთ.

თამარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს