წინასაახალწლოდ კვერცხის ადგილობრივი მწარმოებლები ფასების ზრდას არ გეგმავენ

 წინასაახალწლოდ კვერცხის ადგილობრივი მწარმოებლები ფასების ზრდას არ გეგმავენ

წინასაახალწლოდ კვერცხის ადგილობრივი მწარმოებლები ფასების ზრდას არ გეგმავენ.

როგორც გადაცემა "რადიო მარკეტს" კომპანია "კოდას" წარმომადგენელმა კახა მეგრელიშვილმა განუცხადა, საქართველოში კვერცხის წარმოება ბოლო წლებში გაზრდილია. ამასთან, ზამთრის პერიოდში ბრუნვადობა მაღალია და ფასების ზრდის აუცილებლობა არ არის. მისივე თქმით, თუკი საცალო ქსელში, სუპერმარკეტებსა და სასურსათო მაღაზიებში კვერცხი 32 თეთრამდე გაძვირდება, ეს კონკრეტული ობიექტების გაზრდილი ღირებულებაა და არა მწარმობელების. მისივე თქმით, სექტემბრის შემდეგ კვერცხზე ფასები რეალურად არ შეცვლილა.

თავად კომპანია "კოდა" წინასაახლწლოდ ქათამსა და კვერცხს უცვლელი ფასით გაყიდის. "კოდას" საფირმო ჯიხურებსა და სუპერმარკეტებში კვერცხი 27, 28 -თეთრი, ქათამი კი 6,50- ეღირება.

"კოდა" ამ დროისთვის 31- ჯიხურით და 3- სუპერმარკეტით ოპერირებს. 26 ჯიხური თბილისში მდებარეობს, 7- რუსთავში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ