შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს ოფისში ავეჯი აღარ დახვდა

შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს ოფისში ავეჯი აღარ დახვდა

შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი მუშაობას უკვე შეუდგა და პირველი სამუშაო დღე მედიასთან შეხვედრით დაიწყო. რუსიშვილის განცხადებით, ის რეგიონს კარგად იცნობს და განსაკუთრებულ ყურადღებას ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებს დაუთმობს. მანამდე კი, ახალი გუბერნატორის ადმინისტაციაში პირველი სამუშაო დღეს პირველი საქმე ავეჯის შეტანა იყო. აღსანიშნავია, რომ ახალ გუბერნატორს ოფისში ავეჯი არ დახვდა.

შეგახსენებთ, ერთი თვის წინ, როდესაც წინამორბედმა რწმუნებულმა ზურაბ ჩხეიძემ თანამდებობა დატოვა, საღამოს საათებში, რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატს დაქვემდებარებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოფისი დააცარიელეს, ავეჯი გუბერნატორის ადმინისტრაციას არ ეკუთვნოდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, წაღებული ავეჯი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკუთრება იყო.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა