ბედნიერების ფორმულა

ბედნიერების ფორმულა

ყველა ადამიანი განსხვავებულია და სიტყვა ბედნიერებასაც სხვადასხვა ინტერპრეტაციით განმარტავენ, მაგრამ მაინც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ უბედურები არიან და არაფერი ახარებთ. მეცნიერებმა 40 წლიანი ძიების შედეგად გაარკვიეს, რომ ბედნიერებას ძირითადად 3 რამ: გენი, ივენთები და ღირებულება განსაზღვრავს.

ამერიკელი ფსიქოლოგები და ეკონომისტები ბედნიერების ფენომენს 1974 წლიდან იკვლევენ - მათ საბოლოო ანალიზის გაკეთებაში გამოკითხული ადამიანების პასუხები დაეხმარა. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში კაცებზე მეტად თავს ბედნიერად ქალები გრძნობდნენ. შესაძლოა, თანამედროვე ცხოვრებაში სუსტ სქესს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე მამაკაცებს, მაგრამ ძლიერ სქესთან შედარებით ქალები თავს ბედნიერად გრძნობენ. ამასთან, ყველაზე ბედნიერია ქალების ის კატეგორია, რომლებიც კონსერვატორები არიან, ხოლო უბედურები არიან ლიბერალი მამაკაცები.

გენსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს - თუ რომელიმე მშობელი, ბებია ან ბაბუა ცხოვრების განმავლობაში დეპრესიაში ხშირად ვარდება, ეს შთამომავლებსაც მემკვიდრეობით გადაეცემა; მინესოტას უნივერსიტეტის მკვლევარებმა რამდენიმე იდენტური ტყუპის ცხოვრება შეისწავლეს - ისინი სხვადასხვა ოჯახებში იზრდებოდნენ და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გარემო ჰქონდათ, თუმცა ამას ხასიათზე ცვლილება არ მოუხდენია.

რწმენას, ოჯახსა და მეგობრობას ბედნიერების განვითარება შეუძლია. ბედნიერებისთვის ღირსეული სამსახური ყველაზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი არაა ფული - ძირითადი დატვირთვა დამოკიდებულებაზეა. ეკონომისტების მტკიცებით, ფული ბედნიერებას მხოლოდ გაჭირვებულ ადამიანებს ანიჭებს, თუმცა საშუალო ფენის ადამიანები სამსახურში სხვა ღირებულებებს აფასებენ.

მომზადებულია nytimes.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს