მოკვეთილი ხელი პაციენტს დროებით ფეხზე მიაკერეს

მოკვეთილი ხელი პაციენტს დროებით ფეხზე მიაკერეს

ჩინელმა ექიმებმა ერთობ უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარეს: მამაკაცს მოკვეთილი ხელი დროებით ფეხის კოჭზე მიაკერეს, რომ კანის ქსოვილები გადაერჩინათ.

შიაო ვეიმ სამსახურში დაზგაზე მუშაობისას დაკარგა მარჯვენა ხელი. დაზარალებული დროულად მიიყვანეს საავადმყოფოში და ექიმებმა გადაწყვიტეს მისთვის კიდური გადაერჩინათ - ხელი კოჭზე მიაკერეს, საიდანაც მოკვეთილი მტევანი ერთი თვის მანძილზე "იკვებებოდა" სისხლით.

რამდენიმე დღის წინ, ინციდენტიდან ერთი თვის შემდეგ, თითქმის 15-საათიანი ოპერაციის შემდეგ, ქირურგმა წარმატებით შეძლო ხელის დანიშნულების ადგილზე დაბრუნება. ექიმების განცხადებით, შიაო ვეის კიდევ რამდენიმე ოპერაცია დასჭირდება, რათა ხელის ფუნქციონირება ძველებურად აღდგეს.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს