6 რამ, რაც კაცებზე უკეთ ქალებს გამოსდით

6 რამ, რაც კაცებზე უკეთ ქალებს გამოსდით

გთავაზობთ 6 საკითხს, რაც ქალებს კაცებზე უკეთ გამოსდით:

1. ადამიანების გამოცნობა: როგორც ფსიქოლოგი დინა მაკმილენი ამბობს, ქალები კაცებთან შედარებით უკეთ ართმევენ თავს რთულ სამუშაოს და სხვების შექებაც არ ავიწყდებათ. სუსტ სქესს ყოფნის გონება, სხვისი ძლიერი მხარე აღიაროს და დახმარებისთვის მადლიერება საჯაროდ გამოხატოს. გოგონები ამ თვისებას ხშირად იყენებენ და ზოგჯერ კაცები მათ საქმეს აკეთებენ, რათა გოგონას სახეზე აღფრთოვანება დაინახონ.

2. უფრო ჭკვიანები არიან: ქალები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე კაცები. მეცნიერმა ჯეიმს ფლინმა IQ-ს ტესტები გამოიკვლია და დადგინდა, რომ პროცენტულად IQ-ს მაღალი მაჩვენებელი ქალებშია.

3. უკეთესი ხელმძღვანელია: კომპანია Zenger/Folkman-ის წარმომადგენლებმა 72 680 ხელმძღვანელის პირადი საქმე, მისი გუნდის წარმატება და თანამშრომლებთან ურთიერთობა შეაჯამა - ამ სფეროშიც ლიდერის პოზიცია ქალს ერგო. ამასთან, სამსახურში ნებისმიერ პოიზიციაზე მამაკაცებზე წარმატებულები ქალები არიან. ფსიქოლოგები ამის მიზეზად 3 საკითხს ასახელებენ: გოგონები უფრო გარკვევით მსჯელობენ, სხვებზე ზრუნავენ და გუნდში პატიოსნად მუშაობენ.

4. ჰიგიენას გაცილებით დიდ ყურადღებას უთმობენ: ოთახში გოგონას შესვლას პირველივე წამს იგრძნობთ, რადგანაც ძვირფას სუნამოზე ნახევარ ხელფასს ხარჯავენ. ქალები ყველაფერს აწესრიგებენ, რაც არეულია; სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოფისებში კვლევა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ მამაკაცების სამუშაო მაგიდა თითქმის ყველგან მოუწესრიგებელი იყო და იქ 20%-ით მეტი ბაქტერია ბუდობდა.

5. გრძნობებზე უფრო ადვილად საუბრობენ: კაცებს არც კი დაესიზმრებათ, თუ როგორ ახერხებს ქალი ასე ადვილად ისაუბროს და გაუმკლავდეს პრობლემებს, ან გრძნობები საჯაროდ გამოხატოს. სწორედ ამიტომაა, რომ სხვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას ქალები დაუფიქრებლად იღებენ.

6. უფრო დიდხანს ცოცხლობენ: ყველამ ვიცით, რომ ქალებს დიდი ფიზიკური ტკივილისა და ფსიქოლოგიური სტრესის გადატანა შეუძლიათ. კაცებთან შედარებით დიდხანს ცოცხლობენ. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შესული 5 ყველაზე უხუცესი ცოცხალი ადამიანიდან ყველა ქალია.

მომზადებულია cosmopolitan.com.au-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს