იმერეთის გუბერნატორი - ველოსიპედით უნდა მოვსულიყავი თუ ფეხით, ეს სხვა დროს გავარჩიოთ

იმერეთის გუბერნატორი - ველოსიპედით უნდა მოვსულიყავი თუ ფეხით, ეს სხვა დროს გავარჩიოთ

იმერეთის ახალი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი მუშაობას უკვე შეუდგა და მისი პირველი სამუშაო დღე მედიასთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე ჟურნალისტები სხვა საკითხებთან ერთად, ბოლო დროს აქტუალურ, მაღალჩინოსანთა ავტომობილების საკითხითაც დაინტერესდნენ. 

რა ავტომანქანით მივიდა იმერეთის ახალი გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი პირველ სამუშაო დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში? - ამ შეკითხვას მეფარიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა. "მე მოვედი გუბერნატორის მანქანით. ველოსიპედით უნდა მოვსულიყავი თუ ფეხით, ეს სხვა დროს გავარჩიოთ," - აღნიშნა გუბერნატორმა.

აღსანიშნავია, რომ სამხარეო ადმინისტრაციაში მისვლისას გუბერნატორის თანმხლები პირები, სავარაუდოდ, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა