გემრიელი და სურნელოვანი საახალწლო დეკორაციები

გემრიელი და სურნელოვანი საახალწლო დეკორაციები

ჩვენი ხელმარჯვე მკითხველებისთვის საინტერესო და ლამაზი საახალწლო დეკორაციების იდეებს მოვუყარეთ თავი. ჩვენი ვებგვერდის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს დეკორაციებიც გასტრონომიული თვალსაზრისით შევარჩიეთ. შეიძლება არასდროს დაფიქრებულხართ, რა ლამაზი, სურნელოვანი და ორიგინალური ნივთების დამზადება შეგიძლიათ ციტრუსისგან: მზისფერი ფორთოხალი, ლიმონი თუ მანდარინი თქვენს სახლს უფრო საზეიმო, მყუდრო ელფერს შესძენს.

ქვემოთ ნაჩვენები დეკორაციების უმეტესობისთვის გამომშრალი ფორთოხლის და ლიმონის ნაჭრებია საჭირო. მათ მოსამზადებლად, თხლად დაჭრილ ხილის ნაჭრებს ფუნჯით სქელი შაქრიანი სიროპი წავუსვათ და ღუმელში 100 გრადუსზე გამოვაშროთ დაახლოებით 1-1.15 საათი. ღუმელის კარი ოდნავ შეღებული დავტოვოთ.

დანარჩენი გემოვნების საკითხია: გააფორმეთ ლამაზი ბაფთებით, ლენტებით, ძაფებით, სანელებლებით (დარიჩინის ჩხირი, ვარსკვლავა ანისი, მიხაკი)

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს