ბიჭი გოგონას ეძებს, რომელსაც შარშან ახალ წელს შეხვდა

ბიჭი გოგონას ეძებს, რომელსაც შარშან ახალ წელს შეხვდა

ეს ამბავი ჰოლივუდის სცენარი არ გეგონოთ. ახალ ზელანდიაში მცხოვრები 25 წლის რიზ მაკკეი გოგონას ეძებს, რომელთანაც მხოლოდ ერთი რომანტიკული საღამო გაატარა, თუმცა მისი ელექტრონული ფოსტა დაკარგა და ვერაფრით დაუკავშირდა.

რიზმა ახალი წლის დღესასწაული შარშან ჰონგკონგში გაატარა, სადაც გოგონა, სახელად - ქეითი გაიცნო. მათი შეხვედრა სრულიად მოულოდნელად მოხდა; როგორც რიზი იხსენებს, კლუბში გასართობად მიდიოდა, როდესაც ქუჩაში გოგონა შენიშნა, რომელიც ტიროდა. აღმოჩნდა, რომ ქეითს მისამართი შეეშალა და მეგობრებს ვერაფრით უკავშირდებოდა. რიზი მას მეგობრების მოძებნაში დაეხმარა, შემდეგ კი ყველამ ერთად იმხიარულეს. რიზმა გოგონას ფოტოც გადაუღო და იცის, რომ ის აშშ-ში, ვაშინგტონში ცხოვრობს. როდესაც სახლში დაბრუნდა, გააცნობიერა, რომ მისი იმეილი აღარ ჰქონდა, ვერც "ფეისბუქში" მიაგნო, რადგანაც გვარი არ იცოდა. რიზი მთელი წლის განმავლობაში გოგონას ეძებდა - მას სხვადასხვა ვებსაიტების ადმინისტრატორები და ჟურნალ-გაზეთების რედაქტორებიც ეხმარებიან.

რიზის ისტორიაზე რამდენიმე ვერსიაც გავრცელდა - ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ქეითს მასთან ურთიერთობა არ სურს, თუმცა ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ მსგავსი აღწერილობის გოგონას მიაგნეს, რომელიც მარტოხელაა და რიზის ნახვა უნდა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს