ბიჭი დონორის მამას შეახვედრეს, რომელმაც მის გადასარჩენად შვილის გული გაიმეტა

ბიჭი დონორის მამას შეახვედრეს, რომელმაც მის გადასარჩენად შვილის გული გაიმეტა

21 წლის უილ პოპი სიცოცხლეს 20 წლის ტომ ინსეს უმადლის, რომლის გულიც მამის ნებართვით გადაუნერგეს და სიკვდილისგან გადაარჩინეს.

როგორც წესი დონორის ვინაობა კონფიდენციალურია და პაციენტები მათი მხსნელების სახელსა და გვარს ვერ იგებენ, მაგრამ უილი მთელი წელი ითხოვდა, გარდაცვლილი ბიჭის მამასთან შეხვედრის უფლება მიეცათ, რომ მადლობა ეთქვა. საბოლოოდ ეს სურვილი აუხდა და მასთან სტივ ინსე თავად მივიდა.

"ჩემი სიცოცხლისთვის ვიღაც მოკვდა - ამის გაცნობიერება ძალიან რთულია. ძალიან მინდოდა ამ ოჯახისთვის მადლობა პირადად მეთქვა. ისინი გვიჩვენებენ, რომ კარგი ადამიანები არსებობენ. დღეს თავს კარგად ვგრძნობ; ბედნიერი ვარ, რომ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება შევძელი და სახლში მეგობრებს ვმასპინძლობ. არც კი ვიცი, როგორ ვუთხრა ტომის ოჯახს მადლობა. არასდროს დამავიწყდება ეს უდიდესი საჩუქარი, რომელიც ჩემმა თანატოლმა დონორმა შარშან ახალ წელს მომიძღვნა", - ამბობს უილი.

უილი გულის ავადმყოფობამ პირველად 16 წლის ასაკში შეაწუხა. შარშან ახალ წელს მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და სიკვდილის პირას მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სწორედ 30 დეკემბერს საავადმყოფოში 20 წლის ტომ ინსე მიიყვანეს, რომელიც ავტოავარიაში მოყვა და სასიკვდილოდ დაშავდა. მანქანა ხეს შეეჯახა და ტომმა მძიმე დაზიანება თავის არეში მიიღო.

"გულახდილად ვიტყვი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. თავდაპირველად ექიმებს ვუყვიროდი, რომ ჩემს ვაჟს არ მიკარებოდნენ. შემდეგ გავიგე, რომ ჩემი შვილი რამდენიმე წლით ადრე დარეგისტრირებულა საავადმყოფოში, სადაც უთქვამს, რომ გარდაცვალების შემთხვევაში მისი ორგანოები დონორად გამოეყენებინათ. პოპების ოჯახში სტუმრად მოვედი, რადგანაც მადლობა მეთქვა - როდესაც უილს ვუყურებ ბედნიერი ვარ და ვაცნობიერებ, რომ ჩემი ვაჟის სიკვდილს ფუჭად არ ჩაუვლია. არასდროს დამავიწყდება ტელეფონის ზარი, როცა პოლიციელი მესაუბრა. ავტოავარიის შესახებ რომ შემატყობინეს, პირველი რაც ვკითხე ის იყო, ცოცხალია თუ არა ჩემი შვილი. როდესაც მითხრეს, რომ ტომი ცოცხალია, მაგრამ მძიმე მდგომარეობაშია გამიხარდა, მეგონა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა", - ამბობს ტომის მამა სტივი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს