133 300 ლარიანი ჯიპი კომისიისთვის და სამინისტროს ავტომანქანა ჭერში მონიტორით

133 300 ლარიანი ჯიპი კომისიისთვის და სამინისტროს ავტომანქანა ჭერში მონიტორით

ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკები, წინა ხელისუფლებას კომფორტული ავტომობილების სიყვარულს და ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვას, ყოველ საჯარო გამოსვლასა თუ აქციაზე ახსენებდნენ. ხელისუფლების გადაბარების შემდეგ კი, ეს თემა დავიწყებას მიეცა და საჯარო სამსახურები, ბიუჯეტის ხარჯზე საკმაოდ ძვირადღირებულ ავტომანქანებს ყიდულობენ. ყველა მათგანს ერთი და იგივე მოთხოვნა აერთიანებს - 2013 წლის გამოშვება და მაქსიმალური კომფორტი. საჯარო უწყების მიერ მოთხოვილი არცერთი ავტომანქანის ფასი 40 000 ლარს ქვევით არ არის.

სასჯელაღსრულების სამინისტროს სატენდერო დოკუმენტაციით, შენაძენი უნდა იყოს: 2013 წლის რუხი ფერის არანაკლებ 8-ადგილიანი, არანაკლებ 4,5 ტურბო დიზელით 8-ცილინდრიანი ძრავი, გადაცემათა კოლოფი - 6-სიჩქარიანი ავტომატიკა, უკანა ელ. კარები, ელ. ფანჯრები და მუხრუჭის ელ მართვა, ინტეგრირებული მონიტორი ჭერში, ეკრანი ხმით გამოძახება, ბლუთუსი, მძღოლის და მგზავრის უსაფრთხოების ბალიშები, მანქანის სტაბილურობის და მოცურების საწინააღმდეგო კონტროლი, გარე სარკეები გათბობით, მეხსიერებით, ჩაკეცვით, კამერით და სხვა დეტალები.

იუსტიციის სამინისტროს 2013 წლის გამოშვების სედანის ტიპის ავტომანქანა ესაჭიროება. ახალი მანქანა უსაფრთხოების ქამრებით, ბორტ კომპიუტერით, კონდიციონერით, ცუდი გზების პაკეტით და სხვა უნდა იყოს აღჭურვილი.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოთხოვნით, ვერცხლისფერი, 2013 წელს გამოშვებული მანქანას სხვა მახასიათებლებთან ერთად, უკანა სავარძლები დაყოფილი და კეცვადი, მწეველთა პაკეტი, მსუბუქი ლითონის დისკები - დიამეტრი არანაკლებ 17, უკანა ხედვის შიდა სარკე დაბურვადი და გატაცების საწინააღმდეგო სისტემა-იმობილაიზერი უნდა ქონდეს.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს 50 000 ლარად შეძენილი ჯიპი ყავს. 133 300 ლარი დაუჯდა გადასახადის გადამხდელებს საქართველოს ბიუჯეტს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის "ტოიოტა ლენდკრუიზერის" შესყიდვა.

ზემოთ ჩამოთვლილ სამინიტროების გარდა, ახალი თანამედროვე ავტომობილის შეძენა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, თბილისი საკრებულოსა და სხვა უწყებებსაც სურთ. საერთო ჯამში, ქართველ ხალხს, მხოლოდ ერთ წელიწადში ახალი ხელისუფლებისთვის კომფორტული ავტომობილების შეძენა რამდენიმე მილიონი ლარი დაუჯდა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა