კასპის გამგებელმა მუნიციპალიტეტის 7 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გაათავისუფლა

კასპის გამგებელმა მუნიციპალიტეტის 7 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გაათავისუფლა

კასპის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა მუნიციპალიტეტის 7 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გაათავისუფლა. გათავისუფლებული რწმუნებულები სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებენ და აცხადებენ, რომ მათ ადგილზე "ლოთებს" ნიშნავენ. ძველი გამგებლების ადგილი ახალმა კადრებმა უკვე დაიკავეს.

მანამდე კი, გამგებლების გათავისუფლების ღამეს, მათ მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი შეხვდა. 3 საათიანი შეხვედრა, რომელსაც "ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა" დაარქვეს, გაასაიდუმლოეს. ღამის თათბირს პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი რამაზ ბერიანიძეც შეუერთდა. სწორედ მას აბრალებენ გათავისუფლებულები საკადრო "არეულობას". ამას თავად ბენიანიძე უარყოფს და არგუმენტად ის მოჰყავს, რომ ახალი გამგებლებიდან არც ერთი "ქართული ოცნების" წევრი არ არის. თუმცა, ორი მათგანი "ოცნების" წევრობას ადასტურებს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა