ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესების პარალელურად Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სხვადასხვა საინტერესო განცხადებებს აკეთებენ.
გოგა ხაჩიძე ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესს ორ თემატურ სტატუსს უძღვნის და წერს:
"ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ საკნიდან გაყვანის მომენტში, ბიძინა ივანიშვილის სადიდებელ სარიტუალო ცეკვას ასრულებდა.
ცეკვა მაინც გვაჩვენეთ, თქვე ფარჩაკებო!..."
"იმის გამო, რომ ვანო მერაბიშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ გამოძიება არ იწყება, ნაციონალური მოძრაობა იძულებულია სანტა კლაუსს მიმართოს საახალწლო თხოვნით:
"ძვირფასო სანტა, ესენი გამოძიების დაწყებას არ აპირებენ.
რომც დაიწყონ, უკვე გასაგებია რის გამკეთებლებიც არიან, ამიტომ ძალიან გთხოვთ, საახალწლოდ ვანო მერაბიშვილის კამერის ვიდეოჩანაწერი მოგვიტანე და მერე ვნახოთ ვის როგორი ახალი წელი გაუთენდება."
დიდი სიყვარულით - "ნაციონალები"
გიგი უგულავას სასამართლო პროცესს ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი, ეკა ხერხეულიძე.
"გიგი უგულავას პროკურატურაში დაბარება იმ ულტიმატუმის ნაწილია ,რაც თავად წაუყენა ქვეყნის მთავარმა პროკურორმა ვანო მერაბიშვილს "ითანამშრომლე ჩვენთან, თორემ შენს თანაგუნდელებსაც დავაპატიმრებთ"
ბევრი უწყისის გამოწერა მოგიწევთ, ბევრნი ვართ და არსადგამქცევი", - წერს ხერხეულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
დაუმძიმდება თუ არა ვანო მერაბიშვილს ბრალი დანაშაულის ჩადენაზე ცრუ დასმენისათვის
დაიცავს თუ არა უგულავას იმუნიტეტი 7-დან 11 წლამდე პატიმრობისგან