ხობში ეგრისის სამეფოს პერიოდის ნანგრევები აღმოაჩინეს

ხობში ეგრისის სამეფოს პერიოდის ნანგრევები აღმოაჩინეს

ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც დღემდე XII-XIII საუკუნებით თარიღდებოდა, ახალი არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით, უფრო ადრეულ საუკუნეებს მიეკუთვნება. გათხრების შედეგად მტკიცდება, რომ მონასტრის ეზოში აღმოჩენილი საძირკველი ეგრისის სამეფოს პერიოდს ეკუთვნის. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის რევაზ პაპუაშვილის განცხადებით, აღმოჩენა ნიშნავს, რომ სამონასტრო ცხოვრება ხობის ტაძარში არა მეთორმეტე საუკუნეში, არამედ 5-6 საუკუნით ადრე დაიწყო.

ძველი ტაძრის საძირკველთან ერთად აღმოჩენილია სასახლის საძირკველიც, რომელიც აქამდე ისტორიულ წყაროებში არ ჩანდა.

ამ ეტაპზე ხობში არქეოლოგიური სამუშაოები დაკონსერვდება და გაზაფხულიდან განახლდება. არქეოლოგები მომავალი წლიდან უფრო მნიშვნელოვან აღმოჩენებს ვარაუდობენ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა