მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანის მიმართ, რომელსაც მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს, სააპალაციო სასამართლომაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მამუკა ხვედელიანსა და მის ოთხ ყოფილ თანამშრომელს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა ბრალს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში სდებდა.

ყოფილ ბრალდებულების საქმე, მათ მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, პროცესი აქაც წააგო.

მამუკა ხვედელიანი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. მისი ადვოკატის, ზაზა მირიდაშვილის განმარტებით კი, ის პოლიციელები, რომლებიც დაკავებამდე პოლიციაში მუშაობდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებით კვლავ სამსახურში დაბრუნდებიან. რაც შეეხება ხვედელიანს, მას შემდეგ რაც ბორჯომის პოლიციის უფროსი იყო, მუშაობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლად, მოგვიანებით კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატადაც იყრიდა კენჭს. ამიტომ ხვედელიანი პოლიციაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ვეღარ დაბრუნდება.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა