ტორონტოს სკანდალურმა მერმა საკრებულოს სხდომაზე იცეკვა

ტორონტოს სკანდალურმა მერმა საკრებულოს სხდომაზე იცეკვა

კანადის ქალაქ ტორონტოს სკანდალებით ცნობილი მერი რობერტ ფორდი კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მოცეკვავე ფორდის კადრები ინტერნეტში მოხვდა და გაჰიტდა.

მერმა ცეკვა პირდაპირ საკრებულოს სხდომაზე დაიწყო, როდესაც მოწვეული მუსიკოსები საშობაო სიმღერას მღეროდნენ. მას პარტნიორობა ქალაქის საბჭოს სპიკერმა ქალბატონმა გაუწია.

ფორდს სკანდალები აგერ უკვე რამდენიმე თვეა თან სდევს. ამ დღეებში მედიის წარმომადგენელს, რომელმაც მის ოჯახს ფოტოები გადაუღო, ფროდმა პედოფილი უწოდა. მართალია, მერმა ბოდიში მოიხადა, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია. 

ფორდს უფლებამოსილებების უმეტესობა ჩამოართვეს და ახლა იგი წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს. მაგრამ მერს, როგორც ჩანს, ეს უხერხულობას არ უქმნის: მას განზრახული აქვს ტორონტოს მერის პოსტზე მომავალ წელსაც იყაროს კენჭი.

მომზადებულია Eurinews-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს