მსოფლიოში ყველაზე პატარა მწყემსი, რომელსაც 80 ცხვარი აბარია

მსოფლიოში ყველაზე პატარა მწყემსი, რომელსაც 80 ცხვარი აბარია

ინგლისის საგრაფო დორსეტში მცხოვრები 2 წლის არტურ ჯონსი ბებიის ფერმაში 80 ცხვარს პატრონობს.

მსოფლიოში ყველაზე პატარა მწყემსი კვადროციკლით გადაადგილდება. როგორც არტურის ბებია ამბობს, ის ძალიან იღბლიანია, რადგანაც ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში საყვარელი შვილიშვილი ეხმარება. ამასთან, არტური ხშირად მონაწილეობს ღონისძიებებში, სადაც მწყემსები მონაწილეობენ და 3 პრიზიც აქვს მოგებული.

არტური ნაადრევად დაიბადა და თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა აქვს; სწორედ მწყემსობა დაეხმარა ბავშვს იმაში, რომ ექიმებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში პროგრესი შეენიშნათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს