"ბადე-ჩანთა" Spider Bag-ის სახელით "სიცოცხლეს დაუბრუნდა"

"ბადე-ჩანთა" Spider Bag-ის სახელით "სიცოცხლეს დაუბრუნდა"

ახალგაზრდა ჩეხმა ბიზნესმენმა ონდრეი ზლაპეჩკამ სურსათის "ბადე-ჩანთას" აქტუალობა დაუბრუნა. ჩანთა მისმა თანამემამულემ ჯერ კიდევ 1926 წელს გამოიგონა.

ახალგაზრდა ჩეხი ბიზნესმენის ონდრეი ზლაპეჩკას წყალობით, სურსათის ბადე-ჩანთა კვლავ მოდური აქსესუარი გახდა - მოწინავე ქვეყნებში ცელოფნის ჩანთები სულ უფრო ნაკლებ მოთხოვნადია, ამიტომ ბიზნესმენმა ბადე-ჩანთების წარმოება განაახლა.

1926 წელს ვავრჟინ კრჩილის გამოგონილი ჩანთა საბჭოთა დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ყველა ჩეხს ჰქონდა ასეთი ჩანთა იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე იშვიათი საქონელი მაღაზიის დახლზე აღმოჩნდებოდა. დღეს სხვადასხვა მკვეთრი ფერის "ჩანთა-ქსელს" - Spider Bag-ს აწარმოებენ, იგი ელესტიურია, გამძლე და მისი გარეცხვა შესაძლებელია.

წარმოებული ჩანთების 90% ექსპორტზე გადის. ძირითადად - აშშ-ში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და დასავლეთ ევროპაში.

ახალგაზრდა კომედიურ მსახიობ ონდრეი ზლაპეჩკეს პროფესიის შეცვლა საავტომობილო ავარიის შემდეგ მოუწია. იგი ეკონომიკას სწავლობდა და სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა, მაგრამ ერთხელ მასთან მისი სკოლის მეგობარი მივიდა და ჩანთა აჩვენა, რომელიც მან ჩინეთიდან ევროპაში გასაყიდად ჩამოიტანა. ზლაპეჩკამ ბადის ჩეხეთში წარმოება გადაწყვიტა. დღეს ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

მომზადებულია Le Monde-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს