ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე მიკრავტობუსი მოცურდა

ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე მიკრავტობუსი მოცურდა

ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე (ე.წ ნასაკირალის "პერევალი") ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსი მოცურდა, ბორდიულს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ავარიის გამო თითქმის ნახევარი საათი გზაზე მოძრაობა იყო შეფერხებული. თუმცა ადგილზე არც საპატრულო და არც სამაშველო ეკიპაჟები გამოჩენილან.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავარია მოყინულმა გზამ გამოიწვია. მძღოლების ინფორმაციით, ამ დღეებში, აღნიშნულ გზაზე რამდენიმე ავტოავარია მოხდა. აღნიშნული მონაკვეთი ზამთრის პერიოდში ძალიან საშიშია და რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა