აჭარაში წინასაახალწლო ფასდაკლებების სეზონი დაიწყო

აჭარაში წინასაახალწლო ფასდაკლებების სეზონი დაიწყო

აჭარაში წინასაახალწლო ფასდაკლებების სეზონი დაიწყო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტი კერძო სექტორის სტიმულირებასა და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

აქციის თნახმად, 27 დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე აჭარაში ჩამოსულ სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ 30%-დან 50%-მდე ფასდაკლებებით რეგიონის სასტუმროებში. პროექტი "უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში" მოიცავს, როგორც სასტუმროებს, მათ სერვისსა და პროდუქტს, ასევე სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებში ფასდაკლებებს, უფასო კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებს.

ახალი წლის აღსანიშნავად 27 დეკემბრიდან 11 იანვრამდე ბათუმელებისა და მისი სტუმრებისათვის პირველად აჭარაში, ევროპის მოედანზე მოეწყობა ევროპული ტიპის საშობაო გამოფენა-ბაზრობა.

საახალწლო ნაძვის ხესთან, სცენაზე ცოცხალი შესრულებით უფასო კონცერტებს ჩაატარებს ანსამბლი "შინი", "ანსამბლი ბათუმი", "მგზავრები", "ფრანი", "სითი ბენდი", "გუფილენდი", "ანტიბიოტიკი" და სხვა საინტერესო შემსრულებლები.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ