ელიზაბეტა გრეგორაჩი და ფლავიო ბრიატორე კენიაში ისვენებენ

ელიზაბეტა გრეგორაჩი და ფლავიო ბრიატორე კენიაში ისვენებენ

33 წლის იტალიელი მოდელი ელიზაბეტა გრეგორაჩი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ფლავიო ბრიატორე შვილთან, ფანკოსთან ერთად კენიაში ისვენებენ.

როგორც პაპარაცები ამბობენ, წყვილი თავს შესანიშნავად გრძნობდა და კარგად ერთობოდა. მოდელი შავ, სექსუალურ საცურაო კოსტუმში შესანიშნავად გამოიყურებოდა და უზადო მუცლის პრესით იწონებდა თავს, რასაც ვერ ვიტყვით 63 წლის ფლავიოზე, რომელიც როგორც ჩანს, დიეტით თავს არ იწუხებს და არც სპორტდარბაზში ვარჯიშობს, რადგანაც ასაკთან შედარებითაც დიდი ზომის ღიპი აქვს.

შეგახსენებთ, წყვილი 2008 წელს დაქორწინდა და 2010 წელს ვაჟი შეეძინათ. ფლავიო ქორწინებამდე სუპერმოდელებს - ჰეიდი კლუმსა და ნაომი კემპბელს ხვდებოდა. ჰეიდის მისგან ქალიშვილიც კი შეეძინა. როგორც ყვითელ პრესაში წერდნენ, სუპერმოდელებს ფლავიოს გამო ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა აქვთ. ამასთან, კლუმი ფლავიოს ქალიშვილთან ურთიერობის უფლებას არ აძლევს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

"რატომღაც თავს დამესხნენ... იმედგაცრუებული დავრჩი ქართველი ჟურნალისტების საქციელით" - რას წერს მსახიობი, რომელმაც House of Gucci-ში ეპიზოდური როლი შეასრულა

"თბილისში არ დარჩენილა არც ერთი თეატრის სცენა, სადაც ჩვენ არ გვითამაშია" - გაიცანით, სოხუმის თეატრის მსახიობი, რომელიც ხელოვნების საოცარ ნიმუშებს ქმნის

ამერიკულ პრემიერამდე ერთი თვით ადრე "ფორსაჟი 9"-ის პრემიერა თბილისის კინოთეატრებში გაიმართება - ფილმის ნახვა დღეიდანაა შესაძლებელი