ინდოეთში მანდელა მორგან ფრიმანში აერიათ

ინდოეთში მანდელა მორგან ფრიმანში აერიათ

ინდოეთის ქალაქ კოიმბატურის ქუჩაში ნელსონ მანდელას ხსოვნისადმი მიძღვნილი ბილბორდი გამოჩნდა. თუმცა, ბილბორდზე შეცდომით ნელსონ მანდელას ნაცვლად, მორგან ფრიმანის გამოსახულებაა დატანილი.

ბილბორდის განთავსებაზე პასუხისმგებელმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ მას უახლოეს დროში შეცვლიან.

შეგახსენებთ, მორგან ფრიმანმა მანდელას როლი 2009 წელს შეასრულა კლინტ ისტვუდის ფილმში - Invictus .

ნელსონ მანდელა, რომელსაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი 1994-1999 წლებში ეკავა, 5 დეკემბერს  96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია UPI-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს