ახალგაზრდა ამერიკელმა 100 ევროდ მილიონ დოლარიანი პიკასოს ნახატი მოიგო

ახალგაზრდა ამერიკელმა 100 ევროდ მილიონ დოლარიანი პიკასოს ნახატი მოიგო

25 წლის ამერიკელმა ჯეფრი გონანომ საქველმოქმედო ონლაინ-ლატარეაში პაბლო პიკასოს ტილო "კაცი ცილინდრით" (L'Homme au Gibus) მოიგო. სურათი, რომლის ღირებულება მილიონ დოლარზე მეტია, იღბლიანს სულ რაღაც 100 ევროდ ერგო.

თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზე არსებული უძველესი ქალაქ ტირის გადასარჩენად საქველმოქმედო ონლაინ-ლატარეის შედეგები ოთხშაბათს გამოაცხადეს და შედევრის ახალი მფლობელის ბილეთი კომპიუტერმა 50 000 ბილეთიდან ამოარჩია, რომელთაგან თითოეული 100 ევროდ შეიძინეს.

ლატარეის ორგანიზატორმა "ტირის გადარჩენის ასოციაციამ" პიკასოს ნახატი "ნიუ-იორკის გალერეაში" შეიძინა და ამისთვის უზარმაზარი სესხი აიღო. მიუხედავად იმისა, რომ აუქციონის სახლ Sotheby's-ს ექსპერტებმა სურათი მილიონ დოლარად შეაფასეს, ასოციაციას იგი ნაკლებ თანხად ერგო.

ჟურნალისტებთან საუბრისას გამარჯვებულმა განაცხადა, რომ სურათს არ გაყიდის, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს